ბრაზილიელმა ფორვარდმა ნეიმარმა, შესაძლოა, კარიერა MLS-ში გააგრძელოს.
საუდის არაბეთის „ალ-ჰილალის“ ვარსკვლავი მოლაპარაკებებს აწარმოებს „ჩიკაგო ფაირთან“, – იტყობინება ფრანგული ინტერნეტგამოცემა Foot Mercato.
ამერიკულ კლუბს სურს, ბრაზილიელი იანვარში შეიძინოს და მასთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმოს. ამ მომენტისთვის არაფერი შეთანხმებული არ არის.
შეგახსენებთ, რომ ნეიმარი 2023 წლის ოქტომბრიდან მოყოლებული ზუსტად ერთი წელი არ თამაშობდა მუხლის ჯვარედინი მყესების გაწყვეტის გამო. 2024 წელს მან მხოლოდ ორი მატჩი ჩაატარა და მორიგი ტრავმა მიიღო.