ნეიმარი ბრაზილიის ნაკრების გაფართოებულ სიაში მოხვდა #1TVSPORT
„სანტოსის“ ფორვარდი ნეიმარი ბრაზილიის ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში მოხვდა. სიაში 55 ფეხბურთელია, რომლებსაც გამოიძახებენ ეროვნულ გუნდში მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად, – წერს გამოცემა Globo.
მიუხედავად ამისა, 34 წლის ფორვარდის ტურნირში მონაწილეობა მაინც კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. 26-კაციან საბოლოო განაცხადში მოსახვედრად ნეიმარმა უნდა დაადასტუროს მოსამზადებელი ეტაპის დროს თავისი ფიზიკური ფორმა. ბრაზილიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი აკვირდება ნეიმარის ფორმის აღდგენის დინამიკას, თუმცა ნაკრებში მისვლიდან დღემდე იტალიელ სპეციალისტს ფორვარდი გუნდში არცერთხელ არ გამოუძახია.