ნეიმარი ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში ბრუნდება #1TVSPORT
ნეიმარი ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში ბრუნდება #1TVSPORT

ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციამ 52 მოთამაშისგან შემდგარი სია გამოაქვეყნა, რომელთაგანაც 23 მარტში მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ეროვნული გუნდის განაცხადში მოხვდება.

ფეხბურთელთა შორის არის ნეიმარიც, რომელმაც მუხლის მძიმე ტრავმა გადაიტანა. მან, დაახლოებით, 9 თვე გამოტოვა, შემდეგ საუდის არაბეთი დატოვა და ამჟამად „სანტოსში“ თამაშობს.

ბრაზილიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი დორივალ ჟუნიორი საბოლოო განაცხადს რამდენიმე დღეში წარადგენს. მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონები კოლუმბიას (23 მარტი) და არგენტინას (26 მარტი) შეხვდებიან.

ნეიმარმა „სელასაოს“ რიგებში ბოლოს 2023 წლის ოქტომბერში ითამაშა.