ნეიმარი - ბევრს ვფიქრობ ჩემპიონთა ლიგაზე, მინდა ისტორია შევქმნა
ნეიმარი - ბევრს ვფიქრობ ჩემპიონთა ლიგაზე, მინდა ისტორია შევქმნა

„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდმა ნეიმარმა აღიარა, რომ მოუთმენლად ელოდება ჩემპიონთა ლიგის განახლებას. თავის ოფიციალურ „ტვიტერში“ ბრაზილიელმა დაწერა, რომ მოხარულია მინდორზე დაბრუნებით და მზად არის თავის გუნდს გამარჯვებაში დაეხმაროს.

„რა თქმა უნდა, ბევრს ვფიქრობ ჩემპიონთა ლიგაზე. ჩვენ ძლიერ ჯგუფში ვიყავით, მაგრამ გავედით პლეი ოფში შესაბამისი მონდომების წყალობით. ყველაზე მეტად ბრძოლა მომენატრა. მოუთმენლად ველოდები მინდორზე დაბრუნებას. მინდა ახალი ისტორია დავწერო“, – განაცხადა ფორვარდმა.

ორი დღის წინ, ნეიმარმა სასამართლო პროცესი წააგო და „ბარსელონას“ 6.7 მილიონი ევრო უნდა გადაუხადოს.