ნეიმარი „ბარსელონასთან“ ხუთწლიან კონტრაქტს დათანხმდა
ნეიმარი „ბარსელონასთან“ ხუთწლიან კონტრაქტს დათანხმდა

„პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელი ნეიმარი „ბარსელონაში“ დაბრუნებასთან ძალიან ახლოსაა, იტყობინება ესპანური გამოცემა „სპორტი“. წყაროს ცნობით, 27 წლის ბრაზილიელი მზადაა, კატალონიურ გრანდში გადასვლის შემთხვევაში, ხელფასი დაიკლოს.

აღსანიშნავია, რომ მოლაპარაკება ხუთწლიან კონტაქტზე მიმდინარეობს. ნეიმარი ფრანგულ კლუბში 36.8 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, ხოლო „ბარსელონა“ მას 24 მილიონს სთავაზობს. 2018/2019 წლების სეზონში ბრაზილიელმა „პარი სენ-ჟერმენის“ შემადგენლობაში 28 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 23 გოლი და გააკეთა 13 შედეგიანი გადაცემა.

პორტალი transfermarkt.de თავდამსხმელს 180 მილიონ ევროდ აფასებს.