ნეიმარი „ბაიერნთან“ განმეორებით მერვედფინალს გამოტოვებს #1TVSPORT
ნეიმარი „ბაიერნთან“ განმეორებით მერვედფინალს გამოტოვებს #1TVSPORT

„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდი ნეიმარი ვერ ითამაშებს ჩემპიონთა ლიგის განმეორებით მერვედფინალში „ბაიერნის“ წინააღმდეგ, – წერს გაზეთი Le Parisien-ი.

ბრაზილიელმა ტრავმა საფრანგეთის ჩემპიონატის 24-ე ტურში „ლილის“ წინააღმდეგ მატჩში მიიღო. პარიზელთა მთავარმა მწვრთნელმა, კრისტოფ გალტიემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ნეიმარს მარჯვენა კოჭის მყესები აქვს დაჭიმული.

„ბაიერნისა“ და „პარი სენ-ჟერმენის“ განმეორებითი მატჩი 8 მარტს გაიმართება. პირველი შეხვედრა მიუნხენელებმა სტუმრად 1:0 მოიგეს.