ნეიმარი ამხანაგურ მატჩებსა და საფრანგეთის სუპერთასს გამოტოვებს
ნეიმარი ამხანაგურ მატჩებსა და საფრანგეთის სუპერთასს გამოტოვებს

„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდი ნეიმარი არ ითამაშებს გუნდის საზაფხულო ამხანაგურ მატჩებში – ამის შესახებ დაწერა გაზეთმა „ეკიპმა“ (L’Equipe).

საფრანგეთის ჩემპიონის სამწვრთნელო შტაბს სურს თავიდან აიცილოს 27 წლის ბრაზილიელის ტრავმის რეციდივის რისკი. შეგახსენებთ, რომ ნეიმარმა ცოტა ხნის წინ დაასრულა დაზიანებული კოჭის მკურნალობა.

წყაროს ცნობით, ბრაზილიელი ასევე გამოტოვებს საფრანგეთის სუპერთასის მატჩს „რენის“ წინააღმდეგ, რომელიც 3 აგვისტოს გაიმართება. ფორვარდს მოედანზე საფრანგეთის ჩემპიონატის პირველ ტურში ელოდებიან – 11 აგვისტოს „ნიმის“ წინააღმდეგ.