ნეიმარი „ალ-ჰილალის“ მწვრთნელის გაგდებას ითხოვს #1TVSPORT
ნეიმარი „ალ-ჰილალის“ მწვრთნელის გაგდებას ითხოვს #1TVSPORT

ბრაზილიის ნაკრებისა და საუდის არაბეთის გუნდის, „ალ-ჰილალის“ თავდამსხმელი კლუბის ხელმძღვანელობისგან მთავარი მწვრთნელის გაშვებას ითხოვს, – იუწყება Mundo Deportivo.

გამოცემის ინფორმაციით, ნეიმარის უკმაყოფილების მიზეზი უზბეკურ „ნავბაჰორთან“ მატჩში მომხდარი ინციდენტი იყო, როდესაც ბრაზილიელმა მოწინააღმდეგე გუნდის წაქცეულ ფეხბურთელს ბურთი განზრახ მოარტყა. „ალ-ჰილალის“ მწვრთნელმა ამის გამო ნეიმარი გასახდელში მკაცრად გააკრიტიკა, რამაც ბრაზილიელი აღაშფოთა და კლუბისგან ჟეზუშის გაშვება მოითხოვა.

აღნიშნავენ, რომ მეორე დღეს „ალ-ჰილალის“ მენეჯერები მწვრთნელს შეხვდნენ და გააფრთხილეს, რომ კონტრაქტს შეუწყვეტენ, თუ გუნდის სათამაშო მაჩვენებლები არ გაუმჯობესდება.