ნეიმარი 28 წლის გახდა
ნეიმარი 28 წლის გახდა

ფრანგული „პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდი ნეიმარი 28 წლის გახდა.

ბრაზილიელმა პროფესიონალური კარიერა „სანტოსში“ დაიწყო, სადაც კლუბთან ერთად ბრაზილიის თასი და ლიბერტადორესის თასი მოიგო. 2013 წლის ზაფხულში ნეიმარი 57 მილიონი ევროს სანაცვლოდ „ბარსელონაში“ გადავიდა. მან კატალონიურ კლუბში ოთხი სეზონი გაატარა.

ამ დროის განმავლობაში იგი ორჯერ ესპანეთის ჩემპიონი, სამჯერ კი ესპანეთის თასის მფლობელი გახდა. ნეიმარმა ასევე ჩემპიონთა ლიგა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.

2017 წლის აგვისტოში ბრაზილიელი „პარი სენ-ჟერმენში“ სარეკორდო თანხად, 222 მილიონ ევროდ გადავიდა. პარიზელთა რიგებში ნეიმარმა ორჯერ საფრანგეთის ჩემპიონატი და ერთხელ ქვეყნის თასი მოიგო.