ნეიმარი - 2019 წელი ყოველმხრივ რთული იყო, სამაგიეროდ კარგი გაკვეთილები მივიღე
ნეიმარი - 2019 წელი ყოველმხრივ რთული იყო, სამაგიეროდ კარგი გაკვეთილები მივიღე

„პარი სენ-ჟემენის“ ბრაზილიელმა თავდამსხმელმა 2019 წელი შეაჯამა. ფორვარდი მიიჩნევს, რომ 2020 წელს საკუთარ კლუბთან ერთად ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე მივა, ბრაზილიის ნაკრებთან ერთად კი ამერიკის თასს მოიპოვებს.

„ეს ყოველმხრივ რთული წელი იყო, როგორც პირადი, ასევე პროფესიული თვალსაზრისით, – ციტირებს ნეიმარს AS.

– მე ბევრი გაკვეთილი მივიღე, ბევრი ცვლილება იყო. სეზონის ბოლოს დათრგუნული ვიყავი და მომიწია, რომ თავი ხელში ამეყვანა.

ჩემი მიზანი 2020 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალში თამაში და ბრაზილიასთან ერთად ამერიკის თასის მოპოვებაა. ჩვენ ვიცით, რომ ძლიერი გუნდი გვყავს. ვიმედოვნებთ, რომ ფინალისტებს შორის ვიქნებით“.