ნეიმარი 10-15 დღეს გამოტოვებს
ნეიმარი 10-15 დღეს გამოტოვებს

„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდის ნეიმარის ტრავმა არ აღმოჩნდა ისეთი სერიოზული, როგორც თავდაპირველად ვარაუდობდნენ.

პარიზულმა კლუბმა გაავრცელა ოფიციალური განცხადება, რომელშიც წერია, რომ სამედიცინო გამოკვლევის შედეგები „დამაიმედებელია“. ფეხბურთელს 48 საათში კიდევ ერთ შემოწმებას ჩაუტარებენ.

RMC Sport-ის ჟურნალისტის მოჰამედ ბუჰაფსის ინფორმაციით, ბრაზილიელი გამოტოვებს 10-15 დღეს. სავარაუდოდ, ნეიმარი მოედანს 6 იანვარს, „სენტ ეტიენთან“ მატჩში დაბრუნდება.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ჩემპიონატის მე-14 ტურის მატჩში „ლიონის“ წინააღმდეგ, ნეიმარს ტიაგო მენდეში ეუხეშა და ბრაზილიელმა მუხლის ტრავმა მიიღო. ნეიმარი მოედნიდან საკაცით გაიყვანეს.

ამ სეზონში ნეიმარმა შვიდი მატჩი ჩაატარა საფრანგეთის ჩემპიონატში, სამი გოლი გაიტანა და სამი საგოლე პასი შეასრულა.