ნეილ ოლშიმ „პორტლენდთან“ კონტრაქტი 2024 წლამდე გაახანგრძლივა
ნეილ ოლშიმ „პორტლენდთან“ კონტრაქტი 2024 წლამდე გაახანგრძლივა
„პორტლენდისთვის“ სეზონი ისე არ დასრულებულა, როგორც ეს „ბლეიზერსს“ სურდა, თუმცა წარუმატებელსაც ნამდვილად ვერ დავარქმევთ. ტერი სტოტის გაწვრთნილმა გუნდმა დასავლეთ კონფერენციის ფინალში გასვლა შეძლო და იქ მოქმედ ჩემპიონ „გოლდენ სტეიტთან“ უშანსოდ წააგო (4-0).
გუნდის ლიდერი დემიერ ლილარდი სავარაუდოდ უახლოეს მომავალში „პორტლენდთან“ ახალ კონტრაქტს გააფორმეს. გამთამაშებელს „ბლეიზერსში“ 34 წლის ასაკამდე დარჩენა შესთავაზეს. იმ შემთხვევაში, თუ ლილარდი ამ წინადადებას დათანხმდება, ის $191 მილიონ ამერიკულ დოლარს გამოიმუშავებს.

პორტლენდელთა მთავარი მწვრთნელმა ტერი სტოტსმა „ვორიორზთან“ წაგებული სერიის შემდეგ მალევე გაახანგრძლივა თავისი კონტრაქტი. ამჟამად კი იგივე გუნდის პრეზიდენტმა ნეილ ოლშიმაც გააკეთა. ამ ინფორმაციას „ი ეს პი ენის“ (ESPN) ჟურნალისტი ადრიან ვოჟნაროვსკიმ ავრცელებს.