„ნეფთჩის“ ყოფილმა ფეხბურთელმა „დინამოსთან“ მატჩი გაიხსენა - მათი უპირატესობაა, რომ სეზონის მიმდინარეობს და მწვრთნელი კარგად გვიცნობს #1TVSPORT
„ნეფთჩის“ ყოფილმა ფეხბურთელმა „დინამოსთან“ მატჩი გაიხსენა - მათი უპირატესობაა, რომ სეზონის მიმდინარეობს და მწვრთნელი კარგად გვიცნობს #1TVSPORT

აზერბაიჯანული „ნეფთჩის” ყოფილმა ნახევარმცველმა, იუნის ჰუსეინოვმააზერისპორტთან“ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ტურში „დინამო თბილისთან“ მოახლოებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა. აღსანიშნავია, რომ ის ბოლო ფეხბურთელია, რომელმაც საბჭოთა კავშირის ჩემპიონატებში თბილისის „დინამოს“ გაუტანა.

„თბილისის გუნდის კარში ჩემი გოლი კარგად მახსენდება. 1988 წელს მათ ბაქოში ვეთამაშებოდით. ბურთი საჯარიმოში მივიღე, გავიტანე და ჩვენ 1:0 გავიმარჯვეთ, მაგრამ იმ წელს უმაღლესი ლიგიდან გამოვვარდით. წილისყრის შემდეგ გამახსენეს, რომ ეს იყო „ნეფთჩის“ უკანასკნელი ოფიციალური გოლი „დინამოსთან“ მატჩში. რა მოხდება ამჯერად? ვნახე „ნეფთჩის“ ამხანაგური მატჩები და გუნდი კარგად გამოიყურებოდა, განსაკუთრებით „სპარტაკთან“ მატჩში (2:1). ბიჭები ფორმაში შედიან, მაგრამ ჩვენ არ ვიცით, „დინამოს“ როგორი გუნდი ჰყავს. მხოლოდ ის ვიცით, რომ საქართველოში სეზონი მიმდინარეობს“, – განაცხადა „ნეფთჩის” ყოფილმა ნახევარმცველმა.

იუნის ჰუსეინოვმა მომავალ მატჩზე პროგნოზი გააკეთა: „მათი მწვრთნელი კახა ცხადაძეა. ესაა მოწინააღმდეგის უპირატესობა და პლუს ის, რომ სეზონი მიმდინარეობს. ამის მიუხედავად, აზერბაიჯანის ჩემპიონი შემდეგ ეტაპზე გავა. „ნეფთჩიში“ გააანალიზებენ მეტოქეს, მოიფიქრებენ, მათთან როგორ ითამაშონ და მჯერა, თავიანთ ამოცანას შეასრულებენ“.

აღსანიშნავია, რომ ჰუსეინოვის ნახსენებ სეზონში „დინამომ“ პირველ წრეში აზერბაიჯანული კლუბი 2:0 დაამარცხა. საბჭოთა კავშირის ჩემპიონატებში „დინამო“ „ნეფთჩის“ სულ 52-ჯერ შეხვდა და აშკარა უპირატესობა აქვს – თბილისელებმა ბაქოელებს 25-ჯერ მოუგეს, 16 ფრედ დაასრულეს და 11-ჯერ დამარცხდნენ. ბურთების შეფარდებაშიც აშკარა უპირატესობა ქართული კლუბის მხარესაა – 75:48-ზე.