„ნეფთჩის“ მთავარი მწვრთნელი - თამაში ისეთი დაძაბული გამოდგა, როგორი მოლოდინიც მქონდა #1TVSPORT
„ნეფთჩის“ მთავარი მწვრთნელი - თამაში ისეთი დაძაბული გამოდგა, როგორი მოლოდინიც მქონდა #1TVSPORT

ბაქოს „ნეფთჩის“ მთავარმა მწვრთნელმა სამირ აბასოვმა „დინამო თბილისთან“ ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა და შეხვედრა შეაფასა.

– დღევანდელი თამაში ისეთი დაძაბული გამოდგა, როგორი მოლოდინიც მქონდა. მაგრამ წყვილში ბედი გადაწყვეტილი არაა, რადგან სათამაშო გვაქვს მეორე მატჩი. მაგრამ იმას ვიტყვი, რომ დღევანდელ მატჩთან დაკავშირებით ჩვენი მოლოდინები გამართლდა. მიხარია, რომ ჩემმა გუნდმა ხასიათი გამოავლინა და საბოლოოდ გამარჯვებას მიაღწია.

 

– ფეხბურთელებს ვაფრთხილებდი, რომ მხოლოდ კლასის იმედად ნუ იქნებოდნენ, ხასიათი და მოთმინება გამოევლინათ. მათ ეს თვისებები გამოავლინეს. ძლიერი მეტოქე გვყავდა, მაგრამ თბილისში მიზანს მივაღწიეთ. ახლა მთავარია, ბაქოში განმეორებით შეხვედრაში საბოლოო გამარჯვება მოვიპოვოთ.

განმეორებითი მატჩი 14 ივლისს ბაქოში გაიმართება.