„ნეფთჩის“ კაპიტანი - კვირკველია კარგი მცველია და დარწმუნებული ვარ გაგვაძლიერებს #1TVSPORT
„ნეფთჩის“ კაპიტანი - კვირკველია კარგი მცველია და დარწმუნებული ვარ გაგვაძლიერებს #1TVSPORT

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებისა და აზერბაიჯანული „ინტერის“ (ამჟამად „შამახის“) ყოფილმა მცველმა ლაშა სალუქვაძემ საბა კვირკველიას ბაქოს „ნეფთჩიში“ გადასვლაზე კომენტარი „აზერისპორტთან“ გააკეთა.

„კვირკველია ძალიან კარგი მცველია, ის საქართველოს ნაკრებში თამაშობს. ახლა ის კარგ ფორმაშია, რასაც ნაკრების ბოლო მატჩები მოწმობს. ვფიქრობ, კვირკველია „ნეფთჩის“ დაეხმარება. საბა სწრაფი მოთამაშეა, თავით კარგად თამაშობს, ძლიერია ორთაბრძოლებში. იმედი მაქვს, მას საქმეები კარგად აეწყობა“, – განაცხადა სალუქვაძემ.

ქართველ მცველზე აზერბაიჯანული კლუბის კაპიტანმა ემინ მაჰმუდოვმაც ისაუბრა.

„საბა რუსეთში თამაშებით კარგად მახსოვს. ის მოსკოვის „ლოკომოტივში“ ჩემპიონი გახდა. კარგი მცველია და დარწმუნებული ვარ, გაგვაძლიერებს“.

საქართველოს ნაკრების 30 წლის მცველი საბა კვირკველია ბაქოს „ნეფთჩიში“ 3 ივლისს ჩაირიცხა. მან გუნდთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.