„ნეფთჩი“ დამარცხებულია - ვოლკოვი აზერბაიჯანის თასის ნახევარფინალშია [ვიდეო]

დავით ვოლკოვი და მისი კლუბი, „ზირა“ აზერბაიჯანის თასის მეოთხედფინალში ბოლო წლების გამორჩეულ გუნდს, ბაქოს „ნეფთჩის“ შეხვდა და ორმატჩიან დაპირისპირებაში ძლიერი მეტოქე დაამარცხა.

დავით ვოლკოვი გუნდის ერთ-ერთი ლიდერია და ორივე მატჩი ითამაშა. პირველი შეხვედრა „ნეფთჩიმ“ მეტოქე საკუთარ მოედანზე მიიღო და 0:1 დამარცხდა. განმეორებით დაპირისპირებაში „ზირამ“ მეტოქეს უმასპინძლა და 0:0 დაასრულა, რაც ნახევარფინალში გასასვლელად საკმარისი აღმოჩნდა.

შეხვედრის მე-6 წუთზე არბიტრი ვალდებული იყო „ნეფთჩის“ კარში პენალტი დაენიშნა, როდესაც ვოლკოვი სამ მცველს შორის ძალიან ეფექტური სლალომით გაძვრა და საჯარიმოში წააქციეს, მაგრამ მსაჯმა წესის დარღვევაზე თვალები „დახუჭა“.

აზერბაიჯანის თასისკენ მიმავალ გზაზე „ზირას“ კიდევ ერთი ბარიერის დაძლევა მოუწევს – გუნდი ნახევარფინალის პირველ მატჩს 21 აპრილს გასვლაზე „კეშლასთან“ გამართავს, ხოლო 29 აპრილს სახლში უმასპინძლებს.

დატოვე კომენტარი