ნედელევი ბულგარეთში 22 ივნისს დაბრუნდება #1TVSPORT
ნედელევი ბულგარეთში 22 ივნისს დაბრუნდება #1TVSPORT

ბულგარეთის ნაკრების ნახევარმცველი ტოდორ ნედელევი, რომელიც თბილისში ავარიის დროს დაშავდა, ბულგარეთში ოთხშაბათს, 22 ივნისს დაბრუნდება – ინფორმაციას ბულგარეთის საფეხბურთო კავშირი ავრცელებს.

„ეს გადაწყვეტილება კონსულტაციების შემდეგ გახდა ცნობილი, რომელიც გაიმართა ბულგარეთის საფეხბურთო კავშირის ხელმძღვანელობას, პროფესორ შოთა ინგოროყვასა და ექიმ ბისერ ბოჩევს შორის, რომელიც თბილისის საუნივერსიტეტო საავადმყოფოში ნახევარმცველს მკურნალობს.

ნედელევს ნეიროქირურგიული განყოფილებიდან პარასკევს გაწერენ და ადგილობრივ სასტუმროში მოათავსებენ, მომავალ ოთხშაბათს კი საქართველოდან გაფრინდება – ამისთვის ბულგარეთის საფეხბურთო კავშირმა უკვე დაიქირავა კერძო სასწრაფო დახმარების მანქანა, რომელიც აღჭურვილია საჭირო ტექნიკითა და სპეციალისტი ექიმებით. ეროვნული ნაკრების წევრის საქართველოდან ბულგარეთში ტრანსპორტირების ორგანიზების ხარჯებს ბულგარეთის საფეხბურთო კავშირი იღებს.

ტოდორ ნედელევის მდგომარეობა ოპერაციის შემდეგ ყოველდღიურად უმჯობესდება და პერიოდული ელექტროენცეფალოგრამები თავის ტვინის სრულიად ნორმალურ ელექტრულ აქტივობას აჩვენებს“, – წერია ბულგარეთის საფეხბურთო კავშირის წერილში.