ნედელევი „ბოტევის“ ვარჯიშს დაესწრო #1TVSPORT
ნედელევი „ბოტევის“ ვარჯიშს დაესწრო #1TVSPORT

პლოვდივისბოტევის“ ბაზაზე მივიდა ტოდორ ნედელევი, რომელიც თბილისში მომხდარი ავარიის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა და რეაბილიტაციას გადის.

ბულგარული გუნდი თურქეთში გამართული შეკრების შემდეგ პლოვდივში დაბრუნდა და კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადება განაახლა. ბულგარეთის ნაკრების ნახევარმცველი „ბოტევის“ ერთ-ერთი ლიდერია და მას გუნდში ემოციური დახვედრა მოუწყვეს.

„ვარჯიშამდე რამდენიმე წუთით ადრე ძალიან ემოციური მომენტი დადგა – ნედელევს ყველა ბოტეველი ღიმილით და პოზიტიური ემოციებით შეხვდა. ბაზაზე გუნდის კაპიტანი ტოდორ ნედელევი გამოჩნდა, რომელსაც მოთამაშეები, მწვრთნელები და მთელი პერსონალი ტაშით შეხვდნენ“, – წერს გამოცემა „ტოპსპორტი“.

შეგახსენებთ, რომ პლოვდივისბოტევის“ კაპიტანი თბილისში საქართველოს ნაკრებთან ერთა ლიგის მატჩის ჩასატარებლად ჩამოვიდა. ბულგარეთის ნაკრების ორი ავტობუსი ერთმანეთს დაეჯახა და ნედელევი ისე მძიმედ დაზიანდა, თბილისში სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა და სამშობლოში მხოლოდ 22 ივნისს დაბრუნდა.

პლოვდივისბოტევიკონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართველების ნიქოზიას „აპოელს“ შეხვდება, სადაც მურთაზ დაუშვილი და გიორგი ქვილითაია თამაშობენ. ნედელევი ვერც ამ შეხვედრებს ჩაატარებს და მოედანს მინიმუმ 3-4 თვე ვერ დაუბრუნდება.