ნედ პრაისი - აშშ რუსეთის წინააღმდეგ დამატებით ზომებს უახლოეს მომავალში მიიღებს
ნედ პრაისი - აშშ რუსეთის წინააღმდეგ დამატებით ზომებს უახლოეს მომავალში მიიღებს

ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთის წინააღმდეგ დამატებით ზომებს უახლოეს მომავალში მიიღებს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა.

ნედ პრაისის თქმით, ვაშინგტონი განაგრძობს ზემოქმედებას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინზე, კრემლზე, პუტინის ახლობელ ოლიგარქებზე და ყველა ადამიანზე, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას ხელს უწყობენ.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის თქმით, მოსკოვზე ზემოქმედება მანამდე გაგრძელდება, ვიდრე კრემლი ვითარების დეესკალაციას არ მოახდენს და სისასტიკეს არ შეწყვეტს.

„რაც შეეხება ბუჩას ამ სურათებს, ჩვენ უკვე შევაფასეთ, რომ რუსეთის ძალებმა ჩაიდინეს ომის დანაშაული. ჩვენ ვაგროვებთ ინფორმაციას. ერთი არის ყურადღების გამახვილება იმაზე, თუ რას აკეთებენ ისინი, მაგრამ მეორეა იმის უზრუნველყოფა, რომ ყველა, ვინც ჩაიდინა ეს სისასტიკე და ყველა, ვინც ამ სისასტიკეთა ბრძანება გასცა, პასუხისგებაში მიეცენ. ეს არის ჩვენი მისია“, – აღნიშნა ნედ პრაისმა.