ნებრასკაში წყალდიდობის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ნებრასკაში წყალდიდობის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

აშშ-ის ნებრასკის შტატში წყალდიდობის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. შტატის 74 ქალაქსა და 65 ოლქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

ადიდებულმა მდინარეებმა დააზიანა მაგისტრალები და დაანგრია ხიდები, ათობით დასახლება იზოლირებული აღმოჩნდა. დანგრეულია 500-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი.

წყალდიდობამ ასევე დააზარალა აიოვას, მისურისა და კანზასის შტატები. სტიქიის ზონიდან ევაკუირებულია ათასობით ადამიანი.

აშშ-ის მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, წყალდიდობა ტემპერატურის მკვეთრი მომატების შედეგად თოვლის დნობითა და წვიმით არის გამოწვეული.