ნეაპოლური გამოცემა - კონტე კვარაცხელია-ნერეშს შორის უხერხული არჩევნის წინაშე დგება #1TVSPORT
ნეაპოლური გამოცემა - კონტე კვარაცხელია-ნერეშს შორის უხერხული არჩევნის წინაშე დგება #1TVSPORT

საშემოდგომო ეტაპის ბოლო შეხვედრაში „ნაპოლი“ „ვენეციას“ დაუპირისპირდება. მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე დილემის წინაშე დადგა – მარცხენა ფლანგზე ახლად გამოჯანმრთელებული ხვიჩა კვარაცხელია ათამაშოს თუ ბრაზილიელი დავიდ ნერეში – ამის შესახებ „არეა ნაპოლი“ წერს.

„ქართველმა მუხლის ტრავმა სრულად მოირჩინა, ბრაზილიელმა კი „უდინეზესთან“ და „ჯენოასთან“ კარგად ითამაშა, ვენეციელებთან კი მხოლოდ ერთმა უნდა დაიწყოს თამაში, რადგან მარჯვნივ ყოველთვის მატეო პოლიტანოა.

კვარაცხელია და ნერეში – განსხვავებები აშკარაა: ქართველი უფრო ტექნიკურია, ბრაზილიელი უფრო სწრაფია და ორივე ფლანგზე ისიც კარგად გამოიყურება. მიუხედავად იმისა, მაინც უფრო მემარცხენეა. ზაფხულის შემდეგ მთელი ნეაპოლი მათზე ისე საუბრობდა, თითქოს ერთი მეორის შემცვლელი იყო.

2024 წლის ბოლო შეხვედრა „ნაპოლის“ „ვენეციასთან“ აქვს – მეტოქესთან, რომლის გაშიფვრა ყოველთვის რთულია. თუმცა, ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა, რომ წლის ბოლოს სატურნირო ცხრილში პირველი ადგილი დაიკავოვს ან უბრალოდ საუკეთესოებში ადგილი შეინარჩუნოს.

ანტონიო კონტეს დილემა, კვარაცხელია თუ ნერეში? მათი ერთად თამაში გამორიცხული არაა, მაგრამ მარჯვენა ფლანგზე პოლიტანო  ხელშეუხებელია. კი მაგრამ ვინ? ამჟამინდელი ფორმის გთვალიწინებით, არჩევანი ბრაზილიელისკენ იხრება, რომელიც დაცვაშიც ეფექტურია.

სავარაუდოდ, კვარაცხელია თავიდან სათადარიგოთა სკამზე დარჩება, რადგან მუხლის პრობლემის შემდეგ ჯერ ბოლომდე ფორმაში არაა. მაგრამ ეს საშიში სცენარია იმის გათვალისწინებით, რომ მასთან კონტრაქტის განახლებაზე მოლაპარაკება ძალიან რთულად მიდის, უთამაშებლობა კი ზაფხულში მისი წასვლის რისკს გაზრდის.

რა იქნებოდა ყველაზე გონივრული არჩევანი? კვარაცხელიას თავიდან თამაში ნერეშის მიმართ უმადურობის გამოხატულება იქნებოდა. ეს უხერხული არჩევანია, რომელიც კონტეს უნდა აშინებდეს, მაგრამ ამავდროულად აინტრიგებდეს, რადგან ამბიციური მწვრთნელის გუნდისთვის კონკურენცია მნიშვნელოვანია“, – წერს ნეაპოლური გამოცემა.

სერია A-ს მე-18 ტურის მატჩში „ნაპოლი“ დღეს „ვენეციას“ დაუპირისპირდება. საშემოდგომო ეტაპის ბოლო შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება.