ნეაპოლში მიტინგის მონაწილეები სამართალდამცველებს დაუპირისპირდნენ
Tensioni tra manifestanti e forze dell'ordine nel giorno della visita del ministro dell'Interno, Matteo Salvini (foto Cesare Abbate)
იტალიის ქალაქ ნეაპოლში მომიტინგეებმა პოლიციის კორდონის გარღვევა და მერიაში შეჭრა სცადეს, სადაც ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი მატეო სალვინი საზოგადოებრივი წესრიგის საკითხებზე მომუშავე კომიტეტის სხდომას ესწრებოდა.
ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო ANSA ავრცელებს.
აქციაში სოციალურ ცენტრ Insurgencia-ს წევრები მონაწილეობდნენ. პოლიციასთან დაპირისპირებისას დაშავდა ერთი ადამიანი. თავად სალვინიმ მოგვიანებით აქციის მონაწილეებს „იდიოტები“ უწოდა და აღნიშნა, რომ ნეაპოლში მას „საგანგებოდ დახვდნენ“.
„მითხრეს, რომ ისინი იყვნენ ჩვეულებრივი იდიოტები სოციალური ცენტრებიდან“, – განაცხადა სალვინიმ მერიაში გამართული სხდომის დასრულების შემდეგ.