NBA-ის ყველა ტრანსფერი - დასავლეთი კონფერენცია
NBA-ის ყველა ტრანსფერი - დასავლეთი კონფერენცია

ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში სატრანსფერო ბაზარი ღიაა, თუმცა ძირითადი გარიგებები უკვე განხორციელებულია: ლებრონილეიკერსში“, კავაი “ტორონტოში”, კარმელო “ატლანტაში”.

გთავაზობთ კლუბების მიხედვით ამ და სხვა ტრანსფერების ჩამონათვალს.

დასავლეთი

ჰიუსტონი

მოვიდნენ: მაიკლ კარტერ-უილიამსი (შარლოტი), ჯეიმს ენისი (დეტროიტი).
წავიდნენ: ტრევორ არიზა (ფინიქსი), მბამუტე (კლიპერსი), აარონ ჯექსონი (თავისუფალი აგენტი).

გოლდენ სტეიტი

მოვიდნენ: დემარკუს კაზინსი (ნიუ ორლეანი), იონას ჟერებკო (იუტა), ჯეიკობ ევანსი (დრაფტი, 28).
წავიდნენ: ჯავალ მაკგი (ლეიკერსი), ზაზა ფაჩულია (დეტროიტი), კრის ბუშე (ტორონტო), ომრი კასპი (მემფისი).

პორტლენდი

მოვიდნენ: სეტ კარი (დალასი), ნიკ სტაუსკასი (ბრუკლინი), ანფერნი საიმონსი (დრაფტი, 24), გარი ტრენტი (დრაფტი, 37).
წავიდნენ: ედ დევისი (ბრუკლინი), შაბაზ ნაპიერი (ბრუკლინი), გეორგიოს პაპაიანისი (პანათინაიკოსი).

ოკლაჰომა

მოვიდნენ: ნერლენს ნოელი (დალასი), დენის შრიოდერი (ატლანტა), ტიმოტე ლუვავუ-კაბარო (ფილადელფია), როდნი პერვისი (ორლანდო).
წავიდნენ: კარმელო ენტონი (ატლანტა), დაკარი ჯონსონი (ორლანდო).

იუტა

მოვიდნენ: ნაზ მიტრუ-ლონგი (თავისუფალი აგენტი), გრეისონ ალენი (დრაფტი, 21).
წავიდნენ: იონას ჟერებკო (გოლდენ სტეიტი).

ნიუ ორლეანი

მოვიდნენ: ჯულიუს რენდლი (ლეიკერსი), ელფრიდ პეიტონი (ფინიქსი), ტრევონ ბლუიტი (თავისუფალი აგენტი).
წავიდნენ: დემარკუს კაზინსი (გოლდენ სტეიტი), რაჟონ რონდო (ლეიკერსი).

სან ანტონიო

მოვიდნენ: დემარ დეროზანი (ტორონტო), იაკობ პოელტლი (ტორონტო), მარკო ბელინელი (ფილადელფია), დანტე კანინგემი (ბრუკლინი), ლონი უოკერი (დრაფტი, 18).
წავიდნენ: კავაი ლენარდი (ტორონტო), დენი გრინი (ტორონტო), ტონი პარკერი (შარლოტი), კაილ ანდერსონი (მემფისი), ჟოფრე ლოვერნი (ფენერბაჰჩე).

მინესოტა

მოვიდნენ: ენტონი ტოლივერი (დეტროიტი), ჯოშ ოკოგი (დრაფტი, 20), ჯარედ ტერელი (თავისუფალი აგენტი).
წავიდნენ: ნემანია ბიელიცა (საკრამენტო), კოულ ოლდრიჩი (თავისუფალი აგენტი).

დენვერი

მოვიდნენ: აიზია ტომასი (ლეიკერსი), აიზია უაიტჰედი (ბრუკლინი), მაიკლ პორტერი (დრაფტი, 14), ტომას უელშსი (დრაფტი, 58).
წავიდნენ: უილსონ ჩენდლერი (ფილადელფია), კენეტ ფარიდი (ბრუკლინი), დერელ არტური (ფინიქსი).

კლიპერსი

მოვიდნენ: მარცინ გორტატი (ვაშინგტონი), მაიკ სკოტი (ვაშინგტონი), მბამუტე (ჰიუსტონი), შეი გილჯეს-ალექსანდერი (დრაფტი, 11), ჯერომ რობინსონი (დრაფტი, 13), ანჯელ დელგადო (თავისუფალი აგენტი).
წავიდნენ: დეანდრე ჯორდანი (დალასი), ოსტინ რივერსი (ვაშინგტონი).

ლეიკერსი

მოვიდნენ: ლებრონ ჯეიმსი (კლივლენდი), რაჟონ რონდო (ნიუ ორლეანი), ლენს სტივენსონი (ინდიანა), ჯავალ მაკგი (გოლდენ სტეიტი), მაიკლ ბიზლი (ნიუ იორკი), ჯოელ ბერი (თავისუფალი აგენტი), მო ვაგნერი (დრაფტი, 25), ისააკ ბონგა (დრაფტი, 39), სვიატოსლავ მიხალიუკი (დრაფტი, 47).
აიზია ტომასი (დენვერი), ბრუკ ლოპესი (მილუოკი), ჯულიუს რენდლი (ნიუ ორლეანი), ტაილერ ენისი (ფენერბაჰჩე), ჩენინგ ფრაი (კლივლენდი).

საკრამენტო

მოვიდნენ: ნემანია ბიელიცა (მინესოტა), ბენ მაკლემორი (მემფისი), დეიონტა დევისი (მემფისი), იოგი ფერელი (დალასი), მარვინ ბეგლი (დრაფტი, 2).
წავიდნენ: გარეტ ტემპლი (მემფისი), ბრუნო კაბოკლო (თავისუფალი აგენტი).

დალასი

მოვიდნენ: დეანდრე ჯორდანი (კლიპერსი), რაიან ბროკჰოფი (ლოკომოტივ-ყუბანი), ლუკა დონჩიჩი (დრაფტი, 3), კოსტას ანტენტოკუნმპო (დრაფტი, 60)
წავიდნენ: ნერლენს ნოელი (ოკლაჰომა), სეტ კარი (პორტლენდი), დაგ მაკდერმოტი (ინდიანა), კაილ კოლინსუორტი (თავისუფალი აგენტი), იოგი ფერელი (საკრამენტო).

მემფისი

მოვიდნენ: გარეტ ტემპლი (საკრამენტო), კაილ ანდერსონი (სან ანტონიო), ომრი კასპი (გოლდენ სტეიტი), იუტა ვატანაბე (თავისუფალი აგენტი), ჯერენ ჯექსონი (დრაფტი, 4), ჯევონ კარტერი (დრაფტი, 32).
წავიდნენ: ტაირიკ ევანსი (ინდიანა), ბენ მაკლემორი (საკრამენტო), დეიონტა დევისი (საკრამენტო), ომარი ჯონსონი (თავისუფალი აგენტი).

ფინიქსი

მოვიდნენ: დეანდრე ეიტონი (დრაფტი, 1), ტრევორ არიზა (ჰიუსტონი), რიშონ ჰოლმსი (ფილადელფია), დერელ არტური (დენვერი), მიკელ ბრიჯესი (დრაფტი, 10), ელი ოკობო (დრაფტი, 31).
წავიდნენ: ელფრიდ პეიტონი (ნიუ ორლეანი), ტაილერ იულისი (თავისუფალი აგენტი), ჯარედ დადლი (ბრუკლინი), ალექსეი ლენი (ატლანტა).