NBA-ის ყველა ტრანსფერი - აღმოსავლეთი კონფერენცია
NBA-ის ყველა ტრანსფერი - აღმოსავლეთი კონფერენცია

ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) სატრანსფერო ბაზარი ღიაა, თუმცა, ძირითადი გარიგებები უკვე განხორციელებულია: ლებრონილეიკერსში“, კავაი “ტორონტოში”, კარმელო “ატლანტაში”.

გთავაზობთ კლუბების მიხედვით ამ და სხვა ტრანსფერების ჩამონათვალს.

აღმოსავლეთი

ტორონტო
მოვიდნენ: კავაი ლენარდი (სან ანტონიო), დენი გრინი (სან ანტონიო), ჯორდან ლოიდი (ჰაპოელი), კრის ბუშე (გოლდენ სტეიტი).
წავიდნენ: დემარ დეროზანი (სან ანტონიო), იაკობ პოელტლი (სან ანტონიო), ალფონზო მაკინი (თავისუფალი აგენტი).

ბოსტონი

მოვიდნენ: ბრედ უონამეიკერი (ფენერბაჰჩე), უოლტერ ლემონი (თავისუფალი აგენტი), რობერტ უილიამსი (დრაფტი, 27)
წავიდნენ: აბდელ ნადერი (თავისუფალი აგენტი).

ფილადელფია

მოვიდნენ: უილსონ ჩენდლერი (დენვერი), მაიკ მუსკალა (ატლანტა), ჯონა ბოლდენი (მაკაბი), ზაირ სმიტი (დრაფტი, 16), ლენდრი შემეტი (დრაფტი, 26).
წავიდნენ: მარკო ბელინელი (სან ანტონიო), ერსან ილიასოვა (მილუოკი), ჯასტინ ანდერსონი (ატლანტა), ტიმოტე ლუვავუ-კაბარო (ოკლაჰომა), რიშონ ჰოლმსი (ფინიქსი).

კლივლენდი

მოვიდნენ: ჩენინგ ფრაი (ლეიკერსი), კოლინ სექსტონი (დრაფტი, 8).
წავიდნენ: ლებრონ ჯეიმსი (ლეიკერსი), ჯეფ გრინი (ვაშინგტონი), ხოსე კალდერონი (დეტროიტი), კენდრიკ პერკინსი (თავისუფალი აგენტი).

ინდიანა

მოვიდნენ: ტაირიკ ევანსი (მემფისი), კაილ ო’ქუინი (ნიუ იორკი), დაგ მაკდერმოტი (დალასი), აარონ ჰოლიდეი (დრაფტი, 23).
წავიდნენ: ლენს სტივენსონი (ლეიკერსი), ელ ჯეფერსონი (სინჟიანი), გლენ რობინსონი (დეტროიტი), ტრევორდ ბუკერი (თავისუფალი აგენტი), ჯო იანგი (თავისუფალი აგენტი), ალექს პოიტრესი (თავისუფალი აგენტი).

მაიამი

მოვიდნენ: დანკან რობინსონი (თავისუფალი აგენტი).

მილუოკი

მოვიდნენ: ბრუკ ლოპესი (ლეიკერსი), ერსან ილიასოვა (ფილადელფია), დონტე დივინჩენცო (დრაფტი, 17).
წავიდნენ: ჯაბარი პარკერი (ჩიკაგო).

ვაშინგტონი

მოვიდნენ: დუაიტ ჰოვარდი (შარლოტი), ოსტინ რივერსი (კლიპერსი), ჯეფ გრინი (კლივლენდი), ტროი ბრაუნი (დრაფტი, 15).
წავიდნენ: მარცინ გორტატი (კლიპერსი), მაიკ სკოტი (კლიპერსი).

დეტროიტი

მოვიდნენ: ზაზა ფაჩულია (გოლდენ სტეიტი), გლენ რობინსონი (ინდიანა), ხოსე კალდერონი (კლივლენდი), ბრიუს ბრაუნი (დრაფტი, 42).
წავიდნენ: ენტონი ტოლივერი (მინესოტა), დუაიტ ბაიკსი (თავისუფალი აგენტი), ერიკ მორლენდი (თავისუფალი აგენტი), ჯეიმს ენისი (ჰიუსტონი), კეი ფელდერი (თავისუფალი აგენტი).

შარლოტი

მოვიდნენ: ტონი პარკერი (სან ანტონიო), ბისმაკ ბიიომბო (ორლანდო), მაილზ ბრიჯესი (დრაფტი, 12).
წავიდნენ: დუაიტ ჰოვარდი (ვაშინგტონი), მაიკლ კარტერ-უილიამსი (ჰიუსტონი), ჯულიან სტოუნი (თავისუფალი აგენტი), ტრევეონ გრემი (ბრუკლინი).

ნიუ იორკი

მოვიდნენ: მარიო ჰეზონია (ორლანდო), კევინ ნოქსი (დრაფტი, 9).
წავიდნენ: კაილ ო’ქუინი (ინდიანა), მაიკლ ბიზლი (ლეიკერსი).

ბრუკლინი

მოვიდნენ: კენეტ ფარიდი (დენვერი), ედ დევისი (პორტლენდი), შაბაზ ნაპიერი (პორტლენდი), ტრევოენ გრემი (შარლოტი), ჯარედ დადლი (ფინიქსი), ჯანან მუსა (დრაფტი, 29), როდიონ კურუცი (დრაფტი, 40).
წავიდნენ: ტიმოფეი მოზგოვი (ორლანდო), ნიკ სტაუსკასი (პორტლენდი), ჯერემი ლინი (ატლანტა), დანტე კანინგემი (სან ანტონიო), აიზია უაიტჰედი (დენვერი).

ჩიკაგო

მოვიდნენ: ჯაბარი პარკერი (მილუოკი), უენდელ კარტერი (დრაფტი, 7), ჩენდლერ ჰატჩინსონი (დრაფტი, 22).
წავიდნენ: ჯერიან გრანტი (ორლანდო), შონ კილპატრიკი (თავისუფალი აგენტი), პაულ ციპზერი (თავისუფალი აგენტი).

ორლანდო

მოვიდნენ: ტიმოფეი მოზგოვი (ბრუკლინი), ჯერიან გრანტი (ჩიკაგო), დაკარი ჯონსონი (ოკლაჰომა), მო ბამბა (დრაფტი, 6), მელვინ ფრეიზერი (დრაფტი, 35), აიზია ბრისკო (კალევი).
წავიდნენ: მარიო ჰეზონია (ნიუ იორკი), ბისმაკ ბიიომბო (შარლოტი), მარის სპეიტსი (გუანგჯოუ), შელვინ მაკი (თავისუფალი აგენტი), როდნი პერვისი (ოკლაჰომა).

ატლანტა

მოვიდნენ: ჯერემი ლინი (ბრუკლინი), ჯასტინ ანდერსონი (ფილადელფია), ალექს ლენი (ატლანტა), ტრეი იანგი (დრაფტი, 5), კევინ ჰერტერი (დრაფტი, 19), ომარი სპელმენი (დრაფტი, 30).
წავიდნენ: დენის შრიოდერი (ოკლაჰომა), მაიკ მუსკალა (ფილადელფია), აიზია ტეილორი (სან ანტონიო).