NBA | ვიქტორ ვემბანიამა სეზონის საუკეთესო დამცველი გახდა #1TVSPORT
NBA | ვიქტორ ვემბანიამა სეზონის საუკეთესო დამცველი გახდა #1TVSPORT

„სან ანტონიო სპურსის“ ცენტრი ვიქტორ ვემბანიამა NBA-ს 2025-26 წლების რეგულარული სეზონის საუკეთესო დამცველად დასახელდა. ფრანგი 22 წლის ასაკში ამ პრიზის ყველაზე ახალგაზრდა მფლობელი გახდა. გამოკითხვაში მონაწილე 100-ივე ჟურნალისტმა ვემბანიამა პირველ ადგილზე დააყენა, რაც ასევე პირველად მოხდა.

ვიქტორ ვემბანიამას ეს პრიზი შარშანაც უნდა მიეღო, მაგრამ ტრავმების გამო ვერ შეძლო მატჩების საკმარისი რაოდენობის ჩატარება. ამ სეზონში მან 64 მატჩში ითამაშა და საშუალოდ 25.0 ქულა, 11.5 მოხსნა, 3.1 შედეგიანი გადაცემა და 3.1 დაფარება შეასრულა.

წლის საუკეთესო დამცველის გამოკითხვაში მეორე და მესამე ადგილები დაიკავეს „ოკლაჰომას“ ცენტრმა, ჩეტ ჰოლმგრენმა და „დეტროიტის“ ფორვარდმა, ოსარ ტომპსონმა.

ვემბანიამა „სპურსის“ ისტორიაში მეოთხე მოთამაშეა, ვინც საუკეთესო დამცველის პრიზი მიიღო. მანამდე ამ ნომინაციაში გაიმარჯვეს მცველმა ელვინ რობერტსონმა (1986), ცენტრმა დევიდ რობინსონმა (1992) და ფორვარდმა კავაი ლეონარდმა (2015, 2016).