NBA | სუპერფინალურ სერიაში „ოკლაჰომამ“ „ინდიანასთან“ ანგარიში გაათანაბრა [ვიდეო] #1TVSPORT
ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) „ინდიანა პეისერსსა“ და „ოკლაჰომა სიტი თანდერს“ შორის 2025 წლის სუპერფინალური სერია გრძელდება. მეოთხე შეხვედრას, რომელსაც „ინდიანამ“ უმასპინძლა, სტუმართა გამარჯვებით 111:104 დასრულდა.
„ინდიანა“ მთელი თამაშის განმავლობაში ფლობდა უპირატესობას, მეოთხე მეოთხედს 7-ქულიანი სხვაობითაც შეხვდა, თუმცა „ოკლაჰომას“ ლიდერის, შაი გილჯის-ალექსანდერის შესანიშნავი თამაშის წყალობით „ოკლაჰომამ“ გაიმარჯვა და სერიაში ანგარიში გაათანაბრა – 2:2.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე სწორედ გილჯის-ალექსანდერი გახლდათ, მან 35 ქულა ჩააგდო. 27 ქულა ჰქონდა ჯეილენ უილიამსს, ხოლო 20 – ალექს კარუზოს. მასპინძელთა რიგებში 20 ქულით გამოირჩა პასკალ სიაკამი, მატჩი 18 ქულით დაასრულა ტაირის ჰალიბარტონმა.
სერიის მეხუთე თამაში „ოკლაჰომას“ მოედანზე 17 ივნისს ჩატარდება.