NBA | სუპერფინალურ სერიაში „ინდიანა პეისერსი“ დაწინაურდა [ვიდეო] #1TVSPORT
ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) „ინდიანა პეისერსსა“ და „ოკლაჰომა სიტი თანდერს“ შორის 2025 წლის სუპერფინალური სერია გრძელდება. მესამე შეხვედრას „ინდიანამ“ უმასპინძლა, 116:107 გაიმარჯვა და სერიაში 2:1 დაწინაურდა.
მატჩის მანძილზე წინ, ძირითადად, „ოკლაჰომა“ იყო, ხოლო მასპინძელმა გუნდმა უპირატესობის მოპოვება შეხვედრის ბოლო წუთებზე მოახერხა. „ინდიანას“ შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანი 27 ქულით კანადელი ბენედიქტ მატურინი გახლდათ, ხოლო 22 ქულა, 11 შედეგიანი გადაცემა და 9 მოხსნა ჰქონდა გუნდის ერთ-ერთ ლიდერს, ტაირის ჰალიბარტონს.
„ოკლაჰომას“ რიგებში გამორჩეული იყო ჯეილენ უილიამსი, მან შეხვედრა 26 ქულით დაასრულა. გასული რეგულარული სეზონის „უძვირფასეს მოთამაშეს“, შაი გილჯის-ალექსანდერს კი 24 ქულა ჰქონდა.
სუპერფინალური სერიის მეოთხე მატჩი კვლავ „ინდიანას“ დარბაზში ჩატარდება, შეხვედრა 14 ივნისსაა დაგეგმილი.