NBA-ში პირველი ფინელი მწვრთნელი იმუშავებს #1TVSPORT
NBA-ში პირველი ფინელი მწვრთნელი იმუშავებს #1TVSPORT

„მემფის გრიზლისმა“ გამოაცხადა მთავარ მწვრთნელად ტუომას იისალოს დანიშვნის შესახებ.

42 წლის სპეციალისტმა 28 მარტს ჩაიბარა გუნდი მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებლის რანგში და დასავლეთი კონფერენციის მერვე ადგილიდან პლეი ოფში გაიყვანა. მანამდე ფინელი სპეციალისტი „მემფისში“ მთავარი მწვრთნელის ასისტენტის თანამდებობაზე მივიდა, კერძოდ, 2025 წლის ივლისში.

უფრო ადრე იისალო სათავეში ედგა „ჰონკას“ (ფინეთი), გერმანულ კლუბებს – „კრაილსჰაიმ მერლინსა“ და „ტელეკომ ბასკეტს“, აგრეთვე „პარიზს“.