ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ (NBA) 2025 წლის დრაფტის ლატარია ჩაატარა.
დრაფტ-ლატარიის შედეგად, 2025 წლის დრაფტზე პირველ ნომრად არჩევის უფლება მიიღო „დალას მავერიქსმა“. უნდა აღინიშნოს, რომ წინასწარი გამოთვლებით, ტექსასური კლუბისთვის ლატარიის მოგების შანსი 1.8 პროცენტს შეადგენდა.
2025 წლის დრაფტზე არჩევის თანმიმდევრობა:
- დალასი
- სან ანტონიო
- ფილადელფია
- შარლოტი
- იუტა
- ვაშინგტონი
- ნიუ ორლეანი
- ბრუკლინი
- ტორონტო
- ჰიუსტონი
- პორტლენდი
- ჩიკაგო
- ატლანტა
- სან ანტონიო
დრაფტზე არჩევის ცერემონია 26 ივნისს გაიმართება. დანარჩენი გუნდების მდგომარეობა პლეი ოფის შედეგებზე იქნება დამოკიდებული.