NBA-ში 113 ლეგიონერია
NBA-ში 113 ლეგიონერია

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის 2018-19 წლების სეზონში 42 ქვეყნის 113 ლეგიონერი თამაშობს. პირველი მაჩვენებელი რეკორდის გამეორებაა, მეორე კი ახალი რეკორდი.

ზედიზედ მეხუთე წელია, ყველაზე მეტი წარმომადგენელი NBA-ში კანადას ჰყავს – 11. შემდეგ მოდიან: ავსტრალია (9), საფრანგეთი (9), ესპანეთი (7) და გერმანია (6).

კიდევ ერთი რეკორდია – 65 ევროპელი კალათბურთელია. წინა რეკორდი – „ბებერი კონტინენტიდან“ 64 მოთამაშე იყო.

ყველაზე ინტერნაციონალური შემადგენლობა „დალასს“ ჰყავს – მის რიგებში შვიდი ლეგიონერია. ექვს-ექვსი უცხოელი – „იუტა ჯაზს“ და „ლოს ანჯელეს კლიპერსს“ ჰყავთ.