NBA | სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტომ“ ზედიზედ მეხუთე მატჩი მოიგო #1TVSPORT
„ტორონტო რეპტორსმა“ ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მე-15 მატჩი გამართა და მეათე მოიგო. სანდრო მამუკელაშვილის გუნდი ამჯერად „ფილადელფიას“ ესტუმრა და 121:112 გაიმარჯვა.
„ტორონტოს“ ბომბარდირები გახდნენ ბარეტი და ინგრემი – 22-22 ქულა. მამუკელაშვილმა 15 წუთი ითამაშა, 7 ქულა და 2-2 მოხსნა-პასი-ჩაჭრა ჩაიწერა.
„რეპტორსისთვის“ ეს იყო ზედიზედ მეხუთე მოგება 12 ნოემბრის შემდეგ. მომდევნო მატჩს შინ „ვაშინგტონთან“ 22 ნოემბერს გამართავს.