NBA | სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო“ შინ „დეტროიტთან“ დამარცხდა #1TVSPORT
საქართველოს ნაკრების წევრის, სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსმა“ NBA-ში „დეტროიტ პისტონსს“ უმასპინძლა და 95:113 დამარცხდა.
სტუმართა გამარჯვებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა კეიდ კანინგემმა, რომელმაც 11-დან 6 სამქულიანი ჩააგდო და მატჩი 28 ქულით დაასრულა.
სანდრო მამუკელაშვილის სტატისტიკა ასეთი იყო: 20 წუთი, 7 ქულა, 6 მოხსნა, 1 პასი.
„ტორონტოს 32 მოგება, 23 წაგება აქვს და აღმოსავლეთის კონფერენციაში მეხუთე ადგილზეა. მომდევნო მატჩს 20 თებერვალს ჩიკაგოში გამართავს.