NBA | „სან ანტონიომ“ „ნიუ იორკთან“ სერიაში ჩამორჩენა შეამცირა [ვიდეო] #1TVSPORT

„სან ანტონიომ“ NBA-ს 2026 წლის სუპერფინალურ სერიაში „ნიუ იორკთან“ მესამე მატჩი სტუმრად 115:111 მოიგო და ჩამორჩენა შეამცირა – 1:2.

„სან ანტონიოს“ შემადგენლობაში საუკეთესო 32 ქულით ფრანგი ვიქტორ ვემბანიამა იყო. მას ასევე ჰქონდა 8 მოხსნა და 6 შედეგიანი გადაცემა. 32 ქულით დაასრულა მატჩი „ნიუ იორკის“ ლიდერმა, ჯეილენ ბრანსონმაც.

შეხვედრას აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც ესწრებოდა.

სუპერფინალური სერიის მომდევნო, მეოთხე მატჩი კვლავ „ნიუ იორკის“ დარბაზში, „მედისონ სქუერ გარდენში“ ჩატარდება, შეხვედრა 11 ივნისს არის დაგეგმილი.