ნბა-ს ვარსკვლავებმა, შესაძლოა, ტოკიოს ოლიმპიადა გამოტოვონ
ნბა-ს ვარსკვლავებმა, შესაძლოა, ტოკიოს ოლიმპიადა გამოტოვონ

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) წამყვანმა კალათბურთელებმა, შესაძლოა, ტოკიოს ოლიმპიური თამაშები გამოტოვონ, – იტყობინება ტელეკომპანია ESPN. ამგვარი სცენარის ალბათობა იზრდება. ეს უკავშირდება გაზრდილ დატვირთვებს, რომლებსაც მოთამაშეები წააწყდნენ. ოკეანის გაღმა მომდევნო სეზონი ჩვეულებრივზე გვიან გაიმართება, რაც მნიშვნელოვნად შეამჭიდროებს მატჩების გრაფიკს.

აღნიშნავენ, რომ ოლიმპიადის გამოტოვება შეიძლება შეეხოს არა მხოლოდ ამერიკელ მოთამაშეებს, არამედ, NBA-ში მოთამაშე ევროპული კალათბურთის ვარსკვლავებს.

შეგახსენებთ, რომ ტოკიოში ოლიმპიადა 2021 წლის 23 ივლისიდან რვა აგვისტომდე ჩატარდება. 2019 წელს, აშშ-ის ნაკრები ასოციაციის ძირითადი ვარსკვლავების გარეშე ჩავარდა მსოფლიოს ჩემპიონატზე – მხოლოდ მეშვიდე ადგილი დაიკავა.

დატოვე კომენტარი