NBA-ს ALL Star-ზე ხმის მიცემა Google-ის საძიებო ველიდან არის შესაძლებელი
NBA-ს ALL Star-ზე ხმის მიცემა Google-ის საძიებო ველიდან არის შესაძლებელი

ყველასთვის კარგად ნაცნობი #NBAVOTE ჰაშთაგის გარდა კალათბურთის მოყვარულებს NBA-ს ყველა ვარსკვლავის მატჩზე ხმის მიცემა Google-ის საძიებო ველიდან შეეძლებათ.

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ხელმძღვანელობამ კომპანიასთან შეთანხმებას მიაღწია და ხმის მიცემის პროცედურის გაიოლებას Google უზრუნველყოფს.

შესაბამისად, მსურველს ხმის მიცემის ოთხი ვარიანტი აქვს – NBA-ს ოფიციალურ ვებ გვერდზე (NBA.com/vote), NBA-ს აპლიკაციიდან Android-ზე და IOS-ზე, Google.com-ზე, სადაც მომხმარებელი უბრალოდ „NBA Vote“-ს ან „NBA All-Star Vote“-ს დაძებნის და Google Assistant-ის მეშვეობით.