NBA-ს რეგულარული სეზონი დასრულდა - ცნობილია პლეი ოფისა და პლეი ინის ყველა წყვილი #1TVSPORT
ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) რეგულარული სეზონი დასრულდა. ცნობილია პლეი ოფისა და პლეი ინის ყველა წყვილი.
დასავლეთ კონფერენცია | პლეი ოფი:
(1) „ოკლაჰომა“ – (8) პლეი ინის გამარჯვებული
(4) „ლეიკერსი“ – (5) „ჰიუსტონი“
(3) „დენვერი“ – (6) „მინესოტა“
(2) „სან ანტონიო“ – (7) პლეი ინის გამარჯვებული
პლეი ინი:
მატჩი მე-7 და მე-8 ადგილზე გასულ გუნდებს შორის:
„ფინიქსი“ – „პორტლენდი“
მოგებული პლეი ოფში მიიღებს მე-7 განთესვის ნომერს და „სან ანტონიოს“ შეხვდება, წაგებულს კიდევ ერთი შანსი დარჩება.
მატჩი მე-9 და მე-10 ადგილზე გასულ გუნდებს შორის:
„კლიპერსი“ – გოლდენ სტეიტი“
გამარჯვებული გავა „ფინიქსი“-„პორტლენდის“ წყვილში წაგებულზე. ამ მატჩში მოგებული პლეი ოფში მიიღებს მე-8 განთესვის ნომერს და „ოკლაჰომას“ შეხვდება.
აღმოსავლეთ კონფერენცია | პლეი ოფი:
(1) „დეტროიტი“ – (8) პლეი ინის გამარჯვებული
(4) „კლივლენდი“ – (5) „ტორონტო“
(3) „ნიუ იორკი“ – (6) „ატლანტა“
(2) „ბოსტონი“ – (7) პლეი ინის გამარჯვებული
პლეი ინი:
მატჩი მე-7 და მე-8 ადგილზე გასულ გუნდებს შორის:
„ფილადელფია“ – „ორლანდო“
მოგებული პლეი ოფში მიიღებს მე-7 განთესვის ნომერს და „ბოსტონს“ შეხვდება, წაგებულს კიდევ ერთი შანსი დარჩება.
მატჩი მე-9 და მე-10 ადგილზე გასულ გუნდებს შორის:
„შარლოტი“-მაიამი“
გამარჯვებული გავა „ფილადელფია“-„ორლანდოს“ წყვილში წაგებულზე. ამ მატჩში მოგებული პლეი ოფში მიიღებს მე-8 განთესვის ნომერს და „დეტროიტს“ შეხვდება.
პლეი ინის შეხვედრები 14 აპრილს დაიწყება.