NBA პლეი ოფი - „გოლდენ სტეიტმა“ ტიტულის დაცვა ფაჩულიას გარეშე დაიწყო
NBA პლეი ოფი - „გოლდენ სტეიტმა“ ტიტულის დაცვა ფაჩულიას გარეშე დაიწყო

„გოლდენ სტეიტმა“ ტიტულის დაცვა დაიწყო. სამწუხაროდ, “უორიორზის” ცენტრმა ზაზა ფაჩულიამ მთელი მატჩი სათადარიგოთა სკამზე გაატარა, სასტარტოში მისმა შემცვლელმა ჯავალ მაკგიმ კი 15 ქულა აიღო.
სტეფ კარის გარეშე მოთამაშე “გოლდენ სტეიტში” საუკეთესოები იყვნენ კლეი ტომპსონი (27 ქულა) და კევინ დურანტი (24). მათ 30-დან 20 ტყორცნა მოათავსეს კალათში, მთლიანად “უორიორზმა” კი 54.3 პროცენტის სიზუსტით ისროლა.
“სან ანტონიო” ერთხელაც არ ყოფილა დაწინაურებული, “გოლდენ სტეიტის” მაქსიმალური უპირატესობა 28 ქულას აღწევდა. “სპურსს” არ ჰყავდა თავისი ლიდერი კავაი ლენარდი.

გ. სტეიტი-სან ანტონიო 113:92
28:17, 29:24, 29:22, 27:29
გ-ს: ტომპსონი (27), დურანტი (24+8 მოხსნა+7 პასი), მაკგი (15), გრინი (12+8 მოხსნა+11 პასი), იგუოდალა (3+7 მოხსნა) – სასტარტო; ლივინგსტონი (11), ლუნი (6), კუკი (5), უესტი (4), იანგი (3), ბელი (3), ჯონსი (0).
ს-ა: ოლდრიჯი (14), მიურეი (8), გრინი (6), მილსი (5), ანდერსონი (0) – სასტარტო; გეი (15), ფორბსი (14), ჯინობილი (9), უაიტი (7), პ. გასოლი (6), ბერტანსი (4), პარკერი (2), ლოვერნი (2).
სერია: 1-0


https://twitter.com/NBA/status/985283847943311362

დატოვე კომენტარი