NBA-მ ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელების სია შეადგინა #1TVSPORT
NBA-მ ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელების სია შეადგინა #1TVSPORT

ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ (NBA) 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით ყველა დროის 15 საუკეთესო მწვრთნელი დაასახელა.

სიაში მოხვდნენ:

ფილ ჯექსონი (11 ტიტული „ჩიკაგოსთან“ და „ლეიკერსთან“, 1155 მოგება, მოგებების 70%, ერთხელ აღიარეს წლის მწვრთნელად)

რედ აუერბახი (9 ტიტული „ბოსტონთან“, 938 მოგება, მოგებების 67%, ერთხელ აღიარეს წლის მწვრთნელად)

პეტ რაილი (5 ტიტული „ლეიკერსთან“ და „მაიამისთან“, 1210 მოგება, მოგებების 64%, სამჯერ აღიარეს წლის მწვრთნელად)

გრეგ პოპოვიჩი (5 ტიტული „სან ანტონიოსთან“, 1330 მოგება, მოგებების 66%, სამჯერ აღიარეს წლის მწვრთნელად)

სტივ კერი (3 ტიტული „გოლდენ სტეიტთან“, 417 მოგება, მოგებების 69%, ერთხელ აღიარეს წლის მწვრთნელად)

ჩაკ დეილი (2 ტიტული „დეტროიტთან“, 638 მოგება, მოგებების 59%)

რედ ჰოლცმანი (2 ტიტული „ნიუ იორკთან“, 696 მოგება, მოგებების 53%, ერთხელ აღიარეს წლის მწვრთნელად)

ერიკ სპოელსტრა (2 ტიტული „მაიამისთან“, 642 მოგება, მოგებების 59%)

ქეი სი ჯონსი (2 ტიტული „ბოსტონთან, 552 მოგება, მოგებების 64%)

ლარი ბრაუნი (ტიტული „დეტროიტთან“, 1327 მოგება, მოგებების 57%)

დოკ რივერსი (ტიტული „ბოსტონთან“, 1024 მოგება, მოგებების 59%, ერთხელ აღიარეს წლის მწვრთნელად)

ჯეკ რემსი (ტიტული „პორტლენდთან“, 864 მოგება, მოგებების 53%)

ლენი უილკენსი (ტიტული „სიეტლთან“, 1332 მოგება, მოგებების 54%, ერთხელ აღიარეს წლის მწვრთნელად)

დონ ნელსონი (1335 მოგება, მოგებების 58%, სამჯერ აღიარეს წლის მწვრთნელად)

ჯერი სლოუნი (1221 მოგება, მოგებების 60%, 2 ფინალი).