NBA-მ წლის უძვირფასესი მოთამაშის პრიზზე ნომინანტები დაასახელა #1TVSPORT
NBA-მ წლის უძვირფასესი მოთამაშის პრიზზე ნომინანტები დაასახელა #1TVSPORT

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის პრესსამსახურმა გამოაქვეყნა პრეტენდენტების სია 2020-21 წლების სეზონის სხვადასხვა ნომინაციაში.

სეზონის მთავარი პრიზისთვის (MVP) იბრძოლებენ „გოლდენ სტეიტის“ მცველი სტეფენ კარი, „ფილადელფიას“ ცენტრი ჯოელ ემბიდი და „დენვერის“ ცენტრი ნიკოლა იოკიჩი.

სხვა ნომინანტთა სია ასე გამოიყურება:

წლის ახალბედა – ლამელო ბოლი (შარლოტი), ენტონი ედვარდსი (მინესოტა), ტაირიზ ჰალიბერტონი (საკრამენტო);

საუკეთესო დამცველი – რუდი გობერი (იუტა), დრეიმონდ გრინი (გოლდენ სტეიტი), ბენ სიმონსი (ფილადელფია);

ყველაზე პროგრესირებადი – ჯერამი გრანტი (დეტროიტი), მაიკლ პორტერი (დენვერი), ჯულიუს რენდლი (ნიუ იორკი);

საუკეთესი მეექვსე მოთამაშე – ჯორდან კლარკსონი (იუტა), ჯო ინგლზი (იუტა), დერიკ როუზი (ნიუ იორკი).

წლის მწვრთნელი – ქუინ სნაიდერი (იუტა), ტომ ტიბოდო (ნიუ იორკი), მონტი უილიამსი (ფინიქსი).