NBA-მ სეზონის დაწყების თარიღი გამოაცხადა #1TVSPORT
NBA-მ სეზონის დაწყების თარიღი გამოაცხადა #1TVSPORT

ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ (NBA) დაასახელა 2022-23 წლების სეზონის მნიშვნელოვანი თარიღები.

რეგულარული ჩემპიონატი 18 ოქტომბერს ორი მატჩით გაიხსნება, რომლებშიც შარშანდელი სეზონის ფინალისტები ითამაშებენ:

ბოსტონი-ფილადელფია

გოლდენ სტეიტი-ლეიკერსი

რეგულარულის დასრულებისთანავე, 11-14 აპრილს გაიმართება პლეი-ინის ტურნირი. პლეი ოფი სტარტს 15 აპრილს აიღებს, ფინალური სერიის პირველი მატჩი კი 2023 წლის 1 ივნისს არის ჩანიშნული.

„ყველა ვარსკვლავის მატჩის“ ტრადიციული პაუზა 17-19 თებერვალს არის დაგეგმილი.

შობაზე ხუთი შეხვედრა გაიმართება:

დალასი-ლეიკერსი

გოლდენ სტეიტი-მემფისი

დენვერი-ფინიქსი

ბოსტონი-მილუოკი

ნიუ იორკი-ფილადელფია