NBA-მ პლეი ინის განრიგი გამოაქვეყნა #1TVSPORT

09:21, 09.04.2022
LOS ANGELES, CALIFORNIA - APRIL 06:  Reggie Jackson #1 of the LA Clippers in the third quarter at Crypto.com Arena on April 06, 2022 in Los Angeles, California.  NOTE TO USER: User expressly acknowledges and agrees that, by downloading and/or using this Photograph, user is consenting to the terms and conditions of the Getty Images License Agreement.  (Photo by Ronald Martinez/Getty Images)

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული ჩემპიონატის დასრულებამდე ორი სათამაშო დღეა დარჩენილი, მაგრამ უკვე ცნობილია პლეი ოფისა და პლეი ინის ყველა მონაწილე.

პლეი ოფში გავიდნენ:

აღმოსავლეთი – მაიამი, მილუოკი, ბოსტონი, ფილადელფია, ტორონტო და ჩიკაგო.

დასავლეთი – ფინიქსი, მემფისი, გოლდენ სტეიტი, დალასი, იუტა, დენვერი.

პლეი ინში გავიდნენ:

აღმოსავლეთი – ბრუკლინი, კლივლენდი, ატლანტა, შარლოტი.

დასავლეთი – მინესოტა, კლიპერსი, ნიუ ორლეანი, სან ანტინიო.

პლეი ინის ტურნირის მეშვეობით უნდა გამოვლინდეს პლეი ოფის კიდევ ოთხი მონაწილე (ორ-ორი თითო კონფერენციიდან). უკვე ცნობილია პლეი ინის განრიგი:

12 აპრილი. I მატჩი. აღმოსავლეთი 7-აღმოსავლეთი 8

12 აპრილი. II მატჩი. მინესოტა-კლიპერსი

13 აპრილი. III მატჩი. აღმოსავლეთი 9-აღმოსავლეთი 10

13 აპრილი. IV მატჩი. ნიუ ორლეანი-სან ანტონიო

15 აპრილი. V მატჩი. I მატჩში წაგებული – III მატჩში მოგებული

15 აპრილი. VI მატჩი. II მატჩში წაგებული – IV მატჩში მოგებული

I და II მატჩში მოგებულები პლეი ოფში გავლენ. კიდევ ორი საგზური V და VI მატჩში მოგებულებს შეხვდებათ.

მსგავსი