ნბა-მ MVP-ის პრიზზე მთავარი კანდიდატები დაასახელა #1TVSPORT
ნბა-მ MVP-ის პრიზზე მთავარი კანდიდატები დაასახელა #1TVSPORT

ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ (NBA) წარმოადგინა რეგულარული სეზონის უძვირფასესი მოთამაშის (MVP) პრიზზე პრეტენდენტთა რეიტინგის საკუთარი ვერსია. აღვნიშნავთ, რომ ამ რეიტინგს არ აქვს გავლენა MVP-ის ჯილდოს მფლობელის საბოლოო განსაზღვრაზე.

NBA-ის ოფიციალური ვებგვერდის ანალიტიკოსთა ვერსიით, რეიტინგში პირველი ადგილი უკავია „ფილადელფიას“ ცენტრს, ჯოელ ემბიდს, რომელიც ამ სეზონში საშუალოდ 33,3 ქულას, 10,2 მოხსნასა და 4,2 შედეგიან გადაცემას აგროვებს.

კამერუნელი კალათბურთელის შემდეგ მოდიან: ნიკოლა იოკიჩი (დენვერი), იანის ანტენტოკუნმპო (მილუოკი), ჯეისონ ტეიტუმი (ბოსტონი) და ლუკა დონჩიჩი (დალასი).