NBA-მ ბოლო 25 წელიწადში საუკეთესო სათამაშო მომენტი დაასახელა [ვიდეო] #1TVSPORT
ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ (NBA) გამოაქვეყნა XXI საუკუნის ყველაზე გამორჩეული სათამაშო ეპიზოდების ტოპ-ასეული.
რეიტინგში პირველი ადგილი დაიკავა რეი ალენის სამქულიანმა 2013 წლის ფინალურ სერიაში „მაიამი ჰიტსა“ და „სან ანტონიო სპურსს“ შორის.
ალენმა სერიის მეექვსე მატჩის ბოლო წამზე სამქულიანი გამოიყენა, რისი წყალობითაც შეხვედრა ოვერტაიმში გადაიყვანა. „მაიამიმ“ ის შეხვედრა დამატებით დროში მოიგო და სერიაში ანგარიში გაათანაბრა – 3:3, შემდეგ კი სერიის მეშვიდე შეხვედრაშიც გაიმარჯვა და ტიტული მოიგო.