ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ (NBA) ოფიციალურად გამოაცხადა 2025 წლის ყველა ვარსკვლავის მატჩის ახალი ფორმატის შესახებ.
ლიგის პრესსამსახური წერს:
– 24 კალათბურთელი შექმნის სამ გუნდს, თითოში რვა მოთამაშით.
– მეოთხე გუნდი დაკომპლექტდება ლიგის „ამომავალი ვარსკვლავებით“. მასში შევლენ კალათბურთელები, რომლებიც ლიგაში ერთი-ორი წელია თამაშობენ, აგრეთვე G-ლიგის გამორჩეული მოთამაშეები.
– გუნდები ერთმანეთში მინი-ტურნირს ჩაატარებენ – ორი ნახევარფინალი და ფინალი.
– ერთ მატჩში მოგებისთვის გუნდს დასჭირდება 40 ქულის დაგროვება.
– ჩარლზ ბარკლი, შაკილ ო’ნილი და კენი სმიტი ტურნირში მონაწილეობას მიიღებენ გენერალური მენეჯერების რანგში და დრაფტის მეშვეობით გუნდების შემადგენლობებს დააკომპლექტებენ, ქალთა NBA-ის ორგზის ჩემპიონი კენდის პარკერი, თავის მხრივ, ანალოგიურ პოზიციას დაიკავებს „ამომავალი ვარსკვლავების“ არჩევაში.
– ღონისძიების საპრიზო ფონდია 1.8 მილიონი დოლარი. ცალკე აღებული მოთამაშე პირველი ადგილისთვის 125 ათას დოლარს მიიღებს, მეორე ადგილისთვის განსაზღვრულია 50 ათასი, მესამე და მეოთხე ადგილისთვის – 25 ათასი.