ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ხელმძღვანელობა ორი ახალი გუნდის დამატებით აპირებს ლიგის გაფართოებას, – დაწერა სოციალურ ქსელში მიმომხილველმა ბრედ თაუნსენდმა.
„როგორც შევიტყვე, NBA-ს მმართველთა საბჭო ამ ზაფხულს, დიდი ალბათობით, ხმას დაუჭერს ლიგის გაფართოებას ორი გუნდით. ფავორიტებს შორის არიან ლას ვეგასი და სიეტლი“, – განაცხადა თაუნსენდმა.