NBA | ლებრონ ჯეიმსმა „ლეიკერსის“ დატოვების გადაწყვეტილება მიიღო #1TVSPORT

21:00, 30.06.2026

ლებრონ ჯეიმსი „ლეიკერსს“ ტოვებს და 2026/2027 წლის საკალათბურთო სეზონს სხვა გუნდში გაატარებს, – ამის შესახებ ინფორმაციას ავტორიტეტული ჟურნალისტი შამს ჩარანია Klutch Sports-ის აღმასრულებელ დირექტორზე, რიჩ პოლზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც ESPN-ის მიმომხილველი წერს, 41 წლის ჯეიმსმა საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ კალიფორნიულ კლუბს უკვე აცნობა.

„ლებრონ ჯეიმსი NBA-ში კარიერას 2026-27 წლების სეზონშიც გააგრძელებს. მან „ლოს ანჯელეს ლეიკერსს“ უკვე აცნობა, რომ კლუბს გეგმების დასახვა მის გარეშე შეუძლია, რადგან კარიერას სხვა გუნდში გააგრძელებს“, – ვკითხულობთ შარანიას გავრცელებულ ცნობაში.

ჯეიმსი „ლეიკერსის“ წევრი 2018 წელს გახდა. გუნდთან ერთად ის 2020 წელს NBA-ს ჩემპიონი და ფინალური სერიის „უძვირფასესი მოთამაშე“ (MVP) გახდა.

ჯერ უცნობია, სად გააგრძელებს ლეგენდარული მოთამაშე თავის კარიერას.

მსგავსი