NBA | კევინ გარნეტი - ჩვენ სტეფ კარის ეპოქაში ვცხოვრობთ, ის ამ დროის უდიდესი მოთამაშეა #1TVSPORT
NBA | კევინ გარნეტი - ჩვენ სტეფ კარის ეპოქაში ვცხოვრობთ, ის ამ დროის უდიდესი მოთამაშეა #1TVSPORT

NBA-ს ჩემპიონი და 2004 წლის რეგულარული სეზონის „უძვირფასესი მოთამაშე“ კევინ გარნეტი მიიჩნევს, რომ „გოლდენ სტეიტ უორიროსის“ გამთამაშებელი სტეფ კარი თანამედროვეობის საუკეთესო კალათბურთელია.

„ეს არაერთხელ მითქვამს. ვფიქრობ, დღეს სტეფ კარის ეპოქაში ვცხოვრობთ, ის ამ დროის უდიდესი მოთამაშეა. როცა შორეულ სროლებსა და სამქულიანებზე ვსაუბრობთ, შეუძლებელია, არ ვახსენოთ ადამიანი, რომელმაც ეს სტილი დანერგა“, – განაცხადა გარნეტმა ერთ-ერთ პოდკასტში.

37 წლის კარის ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ისტორიაში ყველაზე მეტი სამქულიანი აქვს ჩაგდებული – 4 161. ამ მაჩვენებლით მას მოსდევენ ჯეიმს ჰარდენი (3 271) და რეი ალენი (2 973).

კარი ოთხჯერ გახდა NBA-ს ჩემპიონი (2015, 2017, 2018, 2022), ორჯერ რეგულარული სეზონის „უძვირფასესი მოთამაშე“ (2015, 2016), ხოლო ერთხელ – ფინალური სერიის „უძვირფასესი“ მოთამაშე (2022).

2025/2026 წლების სეზონში „გოლდენ სტეიტ უორიორსის“ გამთამაშებელმა 21 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ის საშუალოდ 28.7 ქულა, 4.2 მოხსნა და 4.3 შედეგიანი გადაცემას აგროვებს.