NBA | კევინ დურანტმა ყველა დროის საუკეთესო მექულეთა სიაში ლეგენდარული უილტ ჩემბერლენი ჩამოიტოვა #1TVSPORT
„ჰიუსტონ როკეტსის“ ფოვარდმა, კევინ დურანტმა NBA-ს რეგულარულ სეზონში ჩაგდებული ქულებით ლეგენდარული უილტ ჩემბერლენი ჩამოიტოვა და მე-7 ადგილზე გადაინაცვლა.
37 წლის ამერიკელი ასევე ახლოს არის, გერმანელ დირკ ნოვიცკისაც გადაასწროს და მე-6 პოზიციაზე გადაინაცვლოს, ამისთვის მას 121 ქულა სჭირდება.
კევინ დურანტი „ჰიუსტონ როკეტსში“ მიმდინარე სეზონის დაწყების წინ გადავიდა. ის გუნდს საშუალოდ 26.2 ქულით, 5.3 მოხსნითა და 4.4 შედეგიანი გადაცემით ეხმარება.
NBA-ის ყველა დროის საუკეთესო მექულეთა ათეული:
1. ლებრონ ჯეიმსი – 42,588
2. კარიმ აბდულ-ჯაბარი – 38,387
3. კარლ მელოუნი – 36,928
4. კობი ბრაიანტი – 33,643
5. მაიკლ ჯორდანი – 32,292
6. დირკ ნოვიცკი – 31,560
7. კევინ დურანტი – 31,420
8. უილტ ჩემბერლენი – 31,419
9. შაკილ ო’ნილი – 28,596
10. ჯეიმს ჰარდენი – 28,563