NBA-ის ყველა დროის TOP75-ის გამოვლენა დასრულებულია #1TVSPORT
NBA-ის ყველა დროის TOP75-ის გამოვლენა დასრულებულია #1TVSPORT

ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ (NBA) დაასრულა ლიგის ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო 75 კალათბურთელის გამოვლენა. ეს პროცესი სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა – თითო დღეს 25 მოთამაშის გვარი სახელდებოდა.

საბოლოო სია ასე გამოიყურება:

ქარიმ აბდულ-ჯაბარი, რეი ალენი, იანის ანტენტოკუნმპო, კარმელო ენტონი, ნეიტ არჩიბალდი, პოლ არიზინი, ჩარლზ ბარკლი, რიკ ბერი, ელჯინ ბეილორი, დეივ ბინგი, ლარი ბერდი, კობი ბრაიანტი, უილტ ჩემბერლენი, ბობ კოუზი, დეივ კოუენსი, ბილი კანინგემი, სტეფენ კარი, ენტონი დევისი, დეივ დებუშერი, კლაიდ დრექსლერი, ტიმ დანკანი, კევინ დურანტი, ჯულიუს ირვინგი, პატრიკ იუინგი, უოლტ ფრეზერი, კევინ გარნეტი, ჯორჯ გერვინი, ჰელ გრირი, ჯეიმს ჰარდენი, ჯონ ჰავლიჩეკი, ელვინ ჰეიესი, ლებრონ ჯეიმსი, მეჯიქ ჯონსონი, სემ ჯონსი, მაიკლ ჯორდანი, ჯეისონ კიდი, ალენ აივერსონი, კავაი ლეონარდი, დემიენ ლილარდი, ჯერი ლუკასი, კარლ მელოუნი, მოზეს მელოუნი, პიტ მარავიჩი, ბობ მაკადუ, კევინ მაკჰეილი, ჯორჯ მიკანი, რეჯი მილერი, ირლ მონრო, სტივ ნეში, დირკ ნოვიცკი, შაკილ ო’ნილი, ჰაკიმ ოლაჯუონი, რობერტ პერიში, კრის პოლი, გერი პეიტონი, ბობ პეტიტი, პოლ პირსი, სკოტი პიპენი, უილის რიდი, ოსკარ რობერტსონი, დევიდ რობინსონი, დენის როდმანი, ბილ რასელი, დოლფ შეიესი, ბილ შერმანი, ჯონ სტოქტონი, აიზია ტომასი, ნეიტ ტარმონდი, უეს ანსელდი, დუეინ უეიდი, ბილ უოლტონი, ჯერი უესტი, რასელ უესტბრუკი, ლენი უილკენსი, დომინიკ უილკინსი, ჯეიმს უორთი.

* NBA-მ დააზუსტა, რომ თანაბარი დაგროვილი ქულების გამო, სიაში არა 75, არამედ 76 კალათბურთელია შეყვანილი.

* ამ 76 კალათბურთელს ჯამში 158 ტიტული აქვს მოგებული. ისინი 730-ჯერ იყვნენ დასახელებულნი „ყველა ვარსკვლავის მატჩის“ მონაწილეებად. 110-ჯერ გახდნენ რეგულარული სეზონის და ფინალური სერიის MVP. ჯამში დაგროვებული აქვთ 1.5 მილიონ ქულაზე მეტი.

* სიაში 11 მოქმედი კალათბურთელია: იანის ანტენტოკუნმპო, კარმელო ენტონი, სტეფენ კარი, ენტონი დევისი, კევინ დურანტი, ჯეიმს ჰარდენი, ლებრონ ჯეიმსი, კავაი ლეონარდი, დემიენ ლილარდი, კრის პოლი, რასელ უესტბრუკი.

* ის 50 კალათბურთელი, რომლებიც 25 წლის წინ, ლიგის 50 წლისთავის აღსანიშნავად ანალოგიურ ჩამონათვალში მოხვდნენ, უკლებლივ ყველანი არიან TOP75-ში.

* TOP75-ში ვხედავთ ოთხ კალათბურთელს, რომლებმაც „ყველა ვარსკვლავის“ პირველ მატჩში (1951) ითამაშეს – პოლ არიზინი, ბობ კოუზი, ჯორჯ მიკანი, დოლფ შეიესი. აქ არიან რეგულარული სეზონის MVP-ის (ბობ პეტიტი, 1955-56) და ფინალური სერიის MVP-ის (ჯერი უესტი, 1969) პირველი მფლობელები.

* ოთხი მოთამაშე – ბილ რასელი, ბობ კოუზი, ჯორჯ მიკანი და ბობ პეტიტი – მოხვდა ოთხივე საიუბილეო გუნდში – TOP25-ში, TOP35-ში, TOP50-სა და TOP75-ში.

* სიაში 6 არაამერიკელი კალათბურთელია: იანის ანტენტოკუნმპო (საბერძნეთი), ტიმ დანკანი (ვირჯინიის კუნძულები), პატრიკ იუინგი (იამაიკა), სტივ ნეში (კანადა), დირკ ნოვიცკი (გერმანია), ჰაკიმ ოლაჯუონი (ნიგერია).

ამ სეზონში NBA აღნიშნავს ლიგის 75 წლისთავს და ყველა დროის საუკეთესო 75 კალათბურთელის არჩევაც სწორედ ამ იუბილეს უკავშირდება. ზუსტად ასე მოიქცა ასოციაცია 25 წლის წინ, როცა 50 კალათბურთელი აირჩია 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით.

TOP75-ის არჩევაში მონაწილეობდნენ პრესის წარმომადგენლები, ყოფილი და მოქმედი კალათბურთელები, მწვრთნელები, გენერალური მენეჯერები და კლუბების ხელმძღვანელები.