NBA-ს ყველა დროის TOP 10-ში კობი ბრაიანტი ვერ მოხვდა #1TVSPORT
NBA-ს ყველა დროის TOP 10-ში კობი ბრაიანტი ვერ მოხვდა #1TVSPORT

ავტორიტეტულმა პორტალმა, Bleacher Report-მა გამოაქვეყნა NBA-ს ყველა დროის 100 საუკეთესო კალათბურთელის ტრადიციული რეიტინგი, რომელიც ყოველ წელს განახლებადია. მაიკლ ჯორდანმა ისევ პირველი ადგილი დაიკავა, ლებრონ ჯეიმსი მეორე იყო. ყურადღების ცენტრში კი მოექცა კიდევ ერთი ლეგენდის, კობი ბრაიანტის პოზიცია. ის მე-11 ადგილზე დააყენეს, რამაც აღშფოთებისგან ააფეთქა სოციალური ქსელი.

ბევრმა ჟურნალისტმა გამოთქვა უკმაყოფილება „შავი მამბას“ ტოპათეულის მიღმა დატოვების გამო. ასევე უკმაყოფილონი იყვნენ ყოფილი მოთამაშეები – ისინი, ვინც პირადად გადაიკვეთნენ მოედანზე ბრაიანტთან, მაგალითად, დუეინ უეიდი, რომელმაც განაცხადა: „თუ გვკითხავთ ჩვენ, კალათბურთელებს, რომლებსაც უთამაშიათ კობის წინააღმდეგ, ნებისმიერი იტყვის – ის ნამდვილად არის ყველა დროის TOP 3-ში“.

სრულად Bleacher Report-ის რეიტინგი ასე გამოიყურება

100-91

  1. არტის გილმორი, 99. დეივ ბინგი, 98. კლეი ტომპსონი, 97. ბერნარდ კინგი, 96. ჯო დუმარსი, 95. დეივ დებუშერი, 94. ბილ შერმანი, 93. ჯეისონ ტეიტუმი, 92. ლენი უილკინსი, 91. ჩონსი ბილაპსი.

90-81

  1. კრის უებერი, 89. ირლ მონრო, 88. დრეიმონდ გრინი, 87. ალონზო მოურნინგი, 86. ტონი პარკერი, 85. სემ ჯონსი, 84. ადრიან დენტლი, 83. ჯიმი ბატლერი, 82. ბობ ლანიერი, 81. დიკემბე მუტომბო.

80-71

  1. ნეიტ არჩიბალდი, 79. გრანტ ჰილი, 78. პოლ ჯორჯი, 77. პიტ მარავიჩი, 76. ალექს ინგლიში, 75. მანუ ჯინობილი, 74. დეივ კოუენსი, 73. ჰალ გრირი, 72. პოლ არიზინი, 71. კრის ბოში.

70-61

  1. უეს ანსელდი, 69. კაირი ირვინგი, 68. რობერტ პერიში, 67. დენის როდმანი, 66. ჯოელ ემბიდი, 65. ვინს კარტერი, 64. დამიენ ლილარდი, 63. ჯეიმს უორთი, 62. პაუ გასოლი, 61. ბობ მაკადუ.

60-51

  1. კარმელო ენტონი, 59. ტრეისი მაკგრეიდი, 58. უილის რიდი, 57. ლუკა დონჩიჩი, 56. დოლფ შეიესი, 55. ბილ უოლტონი, 54. რეჯი მილერი, 53. გერი პეიტონი, 52. დუაიტ ჰოვარდი, 51. რეი ალენი.

50-41

  1. დომინიკ უილკინსი, 49. პოლ პირსი, 48. რასელ უესტბრუკი, 47. ელვინ ჰეიესი, 46. კევინ მაკჰეილი, 45. ენტონი დევისი, 44. ჯორჯ მიკანი, 43. უოლტ ფრეზერი, 42. ჯორჯ გერვინი, 41. რიკ ბერი.

40-31

  1. პატრიკ იუინგი, 39. კლაიდ დრექსლერი, 38. ბობ პეტიტი, 37. ბობ კოუზი, 36. ალენ აივერსონი, 35. სტივ ნეში, 34. ჯეიმს ჰარდენი, 33. ჯეისონ კიდი, 32. კავაი ლეონარდი, 31. ჯონ ჰავლიჩეკი.

30-21

  1. კრის პოლი, 29. ჯონ სტოქტონი, 28. სკოტი პიპენი, 27. აიზია ტომასი, 26. ელჯინ ბეილორი, 25. ჩარლზ ბარკლი, 24. იანის ანტენტოკუნმპო, 23. დუეინ უეიდი, 22. კარლ მელოუნი, 21. მოზეს მეოუნი.

20-11

  1. ჯულიუს ირვინგი, 19. დევიდ რობინსონი, 18. დირკ ნოვიცკი, 17. ნიკოლა იოკიჩი, 16. კევინ გარნეტი, 15. ჯერი უესტი, 14. ოსკარ რობერტსონი, 13. კევინ დურანტი, 12. ჰაკიმ ოლაჟუონი, 11. კობი ბრაიანტი.

10-1

10. სტეფენ კარი, 9. უილტ ჩემბერლენი, 8. ლარი ბერდი, 7. ტიმ დანკანი, 6. შაკილ ო’ნილი, 5. ბილ რასელი, 4. მეჯიქ ჯონსონი, 3. ქარიმ აბდულ-ჯაბარი, 2. ლებრონ ჯეიმსი, 1. მაიკლ ჯორდანი.